Ru
Cn
 
     

დანადგარების და მასალების იმპორტი ჩინეთიდან — 5 ნაბიჯი

განაცხადის შედეგნა

1 — პირველ ნაბიჯზე იქნება დამოკიდებული რამდენად წარმატებული გამოდგება დანადგარებისა თუ მასალების ჩაფიქრებული იმპორტი ჩინეთიდან. განაცხადის შედგენამდე საჭიროა გავარკვიოთ რისი მიღება გსურთ. იმისთვის რათა კომპანიის სპეციალისტებმა იპოვონ და გამოაგზავნონ ზუსტად ის რასაც თქვენ ეძებთ, მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი მცირე დეტალიც კი. განაცხადში არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ მიწოდების რეგიონი/ქვეყანა, თქვენი ორგანიზაციის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, დანადგარებისა თუ მასალების  საჭირო მოცულობა და პარამეტრები.

 

ვარიანტის შერჩევა

2 — მას შემდეგ რაც თქვენ გააკეთეთ განაცხადი და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდნენ, იწყება ჩინეთში შესაბამისი მწარმოებლის ძიება. ჩინეთში მრავალი საწარმოა, რომლებიც იდენტურ პროდუქციას გვთავაზობს, გამომდინარე აქედან ოპტიმალური ვარიანტების შერჩევას გარკვეული დრო დასჭირდება. მას შემდეგ რაც კომპანიის მენეჯერები შეარჩევენ საჭირო მწარმოებლებს, რომლებიც დათანხმდნენ დამკვეთის პირობებს, თქვენ გექნებათ საშუალება გადადგათ მეორე ნაბიჯი — შეარჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი.

 

პროდუქციის შემოწმება

3 — მესამე ნაბიჯი საჭიროა რათა უშუალოდ დავრწმუნდეთ პროდუქციის ავ-კარგიანობაში. ამ მიზნისთვის მოგვიწევს ვეწვიოთ იმ ქარხანა-მწარმოებელს, რომელზეც შეჩერდა თქვენი არჩევანი. კომპანია მზად არის შემოგთავაზოთ თარჯიმნის მომსახურება ჩინეთში საქმიანი ვიზიტის დროს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ დრო ამ მოგზაურობისთვის, ჩვენ შეგვიძლია ასევე შემოგთავაზოთ ინსპექტორის მომსახურება ჩინეთში, რომელიც თქვენს ნაცვლად მოახდენს ადგილზე ჩასვლას და პროდუქციის შემოწმებას.

 

ხელშეკრულების გაფორმება

4 — გადავდივართ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე. მეოთხე ნაბიჯი გულისხმობს კონტრაქტის დადებას  და გადახდების განხორციელებას პროცესის მიმდინარეობის შესაბამისად. გარიგების დეტალების შეთანხმება ხდება ელ-ფოსტის მეშვეობით. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დამკვეთი ანაზღაურებს მთლიანი ღირებულების 30%-ს. დანარჩენი თანხის გადახდა ხდება ნაწილ-ნაწილ: 40-50% იმ მომენტისთვის როცა მწარმოებელი მზადაა პროდუქციის გამოსაგზავნად და დარჩენილი 20-30% პროდუქციის ადგილზე ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე საბაჟო გადასახადებისთვის.

 

ტვირთის მიღება

5 — დასკვნითი ნაწილი ყველაზე სასიამოვნოა, რადგან ის გულისხმობს თქვენთვის სასურველი დანადგარისა თუ მასალების მიღებას. ჩინეთიდან ფოთის პორტში მიწოდება ხდება 40-60 დღის ინტერვალში, რასაც მოსდევს პროდუქციის განბაჟება. შემდგომი ეტაპია ექსპლუატაციაში ჩაშვება, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი უახლესი შეთავაზებები დანადგარებზე ჩინეთიდან განყოფილებაში „სიახლეები“ („новинки“)

 

 

თქვენ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი განაცხადი ელ ფოსტაზე info@rktp-trade.ru ნებისმიერ სასურველ ენაზე: ქართული, რუსული, ინგლისური. განაცხადის განხილვის ვადაა 3-7 სამუშაო დღე.

Для получения более подробной технической информации, а также информации о стоимости оборудования и условиях поставки, просьба, отправлять техническое задание на наш адрес электронной почты: info@rktp-trade.ru

Спецпредложение
Экспресс доставка из Китая. 
Каждую среду отправка фуры из г.Хэйхе.
Стоимость доставки от 5 руб за кг.*

*Без таможенного 
оформления

Подробнее...

Бюро переводов. 

(английский, китайский)

340-555

Популярное
Таможенное оформление от 3000 рублей декларация

Страницы
Информеры